1916 წლის 31 იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობეს, რომ მათ ტრაპიზონში გამგზავრებულ ქართველ ოფიცრებთან მოილაპარაკეს, ფული, რომელიც ბერლინში სახლიდან უნდა მიეღოთ, ქართულ კომიტეტში დარჩენილიყო, ხოლო ისინი იგივე რაოდენობის თანხას ტრაპიზონის ქართული კომიტეტისგან მიიღებდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა