1916 წლის 8 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას შეატყობინეს, რადგან ყველა ქართველი, რომელიც ზაგანიდან ოდერის ფრანკფურტში უნდა გადაეყვანათ, მეგრელი იყო, ამის გამო პროპაგანდისტად ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას მოწვევა სურდათ, რომელიც ცნობათა ბიუროში მუშაობდა და თავად მეგრელი იყო.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა