1916 წლის 8 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას შეატყობინეს, რომ ახალი ქართველი სამხედრო ტყვეები, რომლებიც რუსებთან ერთად სხვადასხვა ბანაკებში იმყოფებოდნენ, უკეთესი იქნებოდა ზაგანში არ გადაეყვანათ, რათა მათ მოწინააღმდეგეებს მათზე ზეგავლენა არ მოეხდინათ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა