1916 წლის 8 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას შეატყობინეს, რომ თუკი 2 თვის წინ საქართველოში გამგზავრებული ნიკოლოზ მაჩაბლის იქ წარმატებით ჩასვლის შესახებ ინფორმაციას არ მიიღებდნენ, მაშინ საქართველოში სხვა სანდო ქართველის გაგზავნა იქნებოდა სასურველი.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა