1916 წლის 16 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში უცნობ გერმანელ მოხელეს აცნობეს, რომ სვანიძემ კონსულ შაბინგერს ის კი არ განუცხადა, რომ ის ქართველი არაა, რუსია, ან გერმანიისადმი მტრულად განწყობილია, არამედ ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიას არ მიეკუთვნებოდა და სოციალ-დემოკრატი იყო.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა