1916 წლის 16 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და გიორგი კერესელიძემ ბერლინში უცნობ გერმანელ მოხელეს შეატყობინეს, როგორც მათთვის ცნობილი გახდა, სვანიძე სოციალ-დემოკრატი იყო, მაგრამ ამასთანავე კარგი ქართველი, რომელმაც მათთან სათანამშრომლოდ მზადყოფნა გამოხატა. ის არ იყო არც გერმანიისადმი მტრულად განწყობილი და არც რუსოფილი.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა