გრიგოლ რობაქიძე ჟენევიდან 1961 წლის 14 ოქტომბერს სწერს წერილს კალისტრატე სალიას, რომელშიც აცნობებს, რომ უგზავნის გაზეთის რედაქტორის ჰუმელისადმი გაგზავნილი წერილის ასლს, რომელშიც გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციურიხში ამზადებენ საქართველოს რვეულს და ქართულ ლიტერატურაზე გრიგოლ რობაქიძეს არ ეკითხებიან.
წყარო: გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი | N215წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი