1916 წლის 7 ივნისის მოხსენებით ერნსტ კვიატკოვსკიმ, ტრაპიზონში ავსტრია-უნგრეთის კონსულმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბარონ შტეფან ფონ ბურიანს შეატყობინა, რომ გერმანულ-ქართული საზოგადოების დაარსება ბერლინში, ასევე ჟენევიდან იქ ქართული სტამბის გადატანა, იმაზე მეტყველებდა, რომ გერმანია ქართულ საქმეში მონაწილეობას განაგრძობდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა