1916 წლის 20 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს შეატყობინა, რომ ცნობილი მწერალი, რომელსაც ის ესაუბრა მზად იყო საქართველოში გასამგზავრებლად და ყველა მითითების შესასრულებლად.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა