1916 წლის 22 ივლისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში აცნობა, რომ საკუთარი მდგომარეობის შესახებ თარხანოვმა მას შეატყობინა: ადრე ის თავისი სამუშაოსთვის გერმანიის საელჩოდან ყოველთვიურ ჰონორარს 15 ლირას იღებდა, გასული წლის გაზაფხულიდან მხოლოდ 8 ლირას, შემდეგ კი მას ამ მცირე თანხასაც არ უხდიდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა