1916 წლის 22 სექტემბრის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს, კერასუნტში დისლოცირებულ ქართულ ლეგიონში ზოგიერთ გერმანელ და ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოებისა და კონფლიქტის დარეგულირების სასწრაფო აუცილებლობის შესახებ აცნობეს.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა