1916 წლის 22 სექტემბრის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს აცნობეს, რომ სამივე მხარე სირთულეებს უქმნიდათ: ქართველები, თურქები და ზოგი გერმანელიც, რომლებიც თავდაპირველად ტრაპიზონში და რუსულ-თურქულ ფრონტზე, ბოლოს კი სამსუნში და კერასუნტში მათთან მუშაობდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა