1916 წლის 22 სექტემბრის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს შეატყობინეს, რომ მათთან მომუშავე „ერთობისა და პროგრესის“ კომიტეტის წარმომადგენლები ყველა საშუალებით მათი სამუშაოს დაბრკოლებას ცდილობდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა