1916 წლის 4 ოქტომბრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, როდესაც ქართველი ოფიცრები ტრაპიზონში ჩავიდნენ, ლეგიონების მეთაური კერესელიძე იყო, თუმცა მოკლე ხანში კომიტეტმა ოფიცრებს განუცხადა, რომ კერესელიძეს აუცილებლად გერმანელი ოფიცრით ჩაანაცვლებდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა