1916 წლის 29 დეკემბრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს თხოვნით მიმართეს, რომ მათთვის გაზეთსა და ბროშურებში საქართველოს ისტორიაზე წერის უფლება მიეცათ, რადგან სამხედრო ტყვეები მსგავს სტატიებს მუდმივად ითხოვდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა