1917 წლის 26 მარტის ტელეგრამით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა ლეო კერესელიძემ, გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ჟენევიდან გაზეთ „საქართველოს“ რედაქციას თხოვნით მიმართეს, რომ ინფორმაცია საქართველოს უფლების შესახებ, აღადგინოს საკუთარი სახელმწიფოებრივი სტატუსი 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ქართული ეროვნული პარტიის სახელით გამოაქვეყნოს.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა