1917 წლის 29 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ბერნში ფონ რენთე-ფინკს, შვეიცარიაში გერმანიის ლეგაციის მდივანს შეატყობინა, რომ ლეო კერესელიძე პროკლამაციების გავრცელებით და პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებით, სეპარატული ზავის სასარგებლოდ ენერგიულ პროპაგანდას გასწევდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა