1917 წლის აპრილის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ჟენევიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს აცნობა, რომ ის რუს ინტერნაციონალისტთა და ანარქისტთა ჯგუფის ორგანიზაციას უწევდა დახმარებას, რომლებიც რუს პატრიოტებს შვეიცარიაშიც კი მიტინგის ან დემონსტრაციის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა