1917 წლის აპრილის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ჟენევიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს შეატყობინა, რომ მან 4 რუს ინტერნაციონალისტს საფრანგეთიდან რუსეთში დაბრუნების საშუალება მისცა, ასევე მათ საფრანგეთში მყოფი რამდენიმე ქართველის ნახვა დაავალა, რათა აეძულებინათ ისინი დაუყოვნებლივ დაბრუნებოდნენ სამშობლოს.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა