1917 წლის მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ჟენევიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს აცნობა, რომ ის ანარქისტ-ინდივიდუალისტთა ჯგუფის „სვობოდნაია მისლ“-ის საკითხის შესწავლას აგრძელებდა, რომელთა მდივანი ბატონი ვერშოვსკი იყო. მის წევრთა უდიდესი ნაწილი რუსეთში იმყოფებოდა, მცირე ნაწილი კი-ჟენევასა და პარიზში.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა