1917 წლის 25 აპრილის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ჟენევიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობა, რომ მისი ცოლის საქართველოში ყოფნა საქმისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი დახმარებით შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე მუდმივ, სანდო და ზუსტ ინფორმაციებს მიიღებდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა