1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა ფრიდრიხ-ვერნერ ფონ შულენბურგმა გენერალ ოტო ფონ ლოსოვს, გერმანიის იმპერიის სამხედრო ატაშეს კონსტანტინოპოლში შეატყობინა, რომ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც იზმითში არ იმყოფებოდნენ და არც ჰოსპიტალში იწვნენ, პერაში ოტელ „ედენ“-ში ცხოვრობდნენ და მათ მეთვალყურეობას ვიცე-ფელდფებელი კოლოდჟეი ახორციელებდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა