1917 წლის ივნისის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი კერესელიძემ ბერლინიდან კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს შეატყობინა, რომ მაჩაბლის პეტერბურგში გამგზავრების შემთხვევაში , სტოკჰოლმში წერეთლის სახით , სანდო პირი რჩებოდა, ასე რომ სადაზვერვო სამსახურს ზრუნვა არ მოაკლდებოდა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალებიწყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა