დოქტორი იულიუს ასფალგი 1960 წლის 21 ივნისს მიუნხენიდან სწერს წერილს კორნელი კეკელიძეს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ცდილობს, როგორც შეუძლია წაახალისოს ინტერესი ქართული ენისა და ლიტერატურისადმი. იგივე მოტივაცია ჰქონდა, როცა მოინდომა მსოფლიო ლიტერატურის ლექსიკონში შეეტანათ ქართული ლიტერატურის საძიებელი ჩამონათვალით, რომელშიც დიდი დახმარება გაუწია კორნელი კეკელიძის ნაშრომმა.

წყარო: კორნელი კეკელიძის პირადი არქივი | N400
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი