დოქტორი იულიუს ასფალგი 1960 წლის 21 ივნისს მიუნხენიდან სწერს წერილს კორნელი კეკელიძეს, რომელშიც აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე აპირებს, მიუნხენის უნივერსიტეტში ქრისტიანული აღმოსავლეთის ენებსა და ლიტერატურაში ჰაბილიტირებას. მისი სპეციალობა ძალზედ ფართოა და მოიცავს საქართველოს, სასომხეთს, სირიას, კოპტებს, ეთიოპიას და არაბულ-ქრისტიანულ ლიტერატურას.
წყარო: კორნელი კეკელიძის პირადი არქივი | N400წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი