1914 წლის 10 დეკემბრის წერილით ელჩი ვანგენჰაიმი ატყობინებს რაიხსკანცლერს ჰოლვეგს, რომ ლუის მოზელი ტრაპიზონში საქართველოს კომიტეტის მოხალისე რაზმებთან ერთად ართვინის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა და ომის შედეგების შესახებ პირადი წერილი დაწერა. პირადი წერილით იტყობინება, რომ მათ დაახლოებით 100 ტყვე ჰყავდათ, მათ შორის 4 ოფიცერი და ართვინის გუბერნატორი. რუსებს კი სულ მცირე 250 დაღუპული და 50 დაჭრილი ჰყავდათ. მათ დაიპყრეს დიდი ინგლისური სპილენძის ქარხანა მურგულში, რომელიც 40 მილიონი ფრანკი ღირდა. ბრძოლა თითქმის 12 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ გრძელდებოდა.
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21011– 1 ტ.4,000 062-000 063-000 064წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი