1914 წლის 23 დეკემბრის წერილით ბერლინიდან იმპერიის საელჩო იტყობინება, რომ კავკასიის ექსპედიციის წევრი ციმერი, რომელსაც ანაზღაურება ჯერ კიდევ არ გადაურიცხეს, გადარიცხვის საკითხის საწრაფო განხილვას ითხოვს, კერძოდ, ადგილობრივ გერმანულ ორიენტბანკს დაევალოს, თანხა სისტემატურად გადარიცხოს ციმერის ანგარიშზე ადგილობრივ ფილიალებში.
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21009 – 2 ტ.2, 000 190წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი