1915 წლის 9 აპრილის წერილით გიორგი მაჩაბელი ბერლინში აცნობებს საგარეო საქმეთა სამსახურს, რომ თურქების ყარსიდან და აჭარის რეგიონიდან უკანდახევის შედეგი, რომელსაც გიორგი მაჩაბელი დოკუმენტებზე დაყრდნობით სპეციალურ მოხსენებაში აღწერდა, შემაძრწუნებელი იყო. ასობით სოფელი აჭარასა და ყარსის რეგიონში, სადაც მუსულმანები ცხოვრობდნენ მთლიანად გაანადგურეს.
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 058წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი