საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და გერმანიის წარმომადგენლობამ საკუთარ თავზე აიღეს შავი ზღვის სავაჭრო და საგზაო ფლოტის გემთა ხელშეუხებლობა. მოწესრიგდება რეისები ფოთისა და შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროების ნავსადგურებს შორის. ამის გამო რუსეთის ეროვნულმა საბჭომ თავისი წარმომადგენელი ნ. ეზერსკი გაგზავნა, რომელსაც დაევალა მოეწყო რუსი ლტოლვილების ფოთიდან გამგზავრების საქმე.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 27 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა