განათლების მინისტრი 1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავს, რომ ამას წინ ეღობება თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა უნებართვოდ. თუ ნებართვა დროზე არ გაიცა, კურსდამთავრებულები იძულებულნი იქნებიან, 1919 წლამდე საქართველოში დარჩნენ, ამიტომ შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღიძრას შუამდგომლობა, გერმანიის მთავრობამ 100 ახალგაზრდას მოგზაურობის ნება დართოს და ხელი შეუწყოს მათ მიღებას უმაღლეს სასწავლებლებში.
წყარო: განათლების მინისტრის მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ | 1918-1918წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი