1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ნეკროლოგს შალიკო (კოხტა) გიგინეიშვილის შესახებ. მან ორი წელი გაატარა ტყვეობაში გერმანიაში. რევოლუციის შედეგად განთავისუფლებულ სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ დანიშნეს ქართული ლაშქრის 1-ლ ქვეითთა რაზმში, ტყვიისმფრქვეველთა გუნდში – იბრძოდა ახალქალაქის მაზრაში, სომხებთან ომის დროს, და ფოცხოვის ბრბოებთან შეტაკების დროს (1918-19 წლებში); მეოთხე ათასეულთან ერთად 8 თვე გაგრის ფრონტზე იბრძოდა დენიკინის წინააღმდეგ, შემდეგ გაგზავნეს აჭარაში. 1-ლ ივლისს მან 26 კაცით რამდენჯერმე მოიგერია მტერი, მაგრამ საბოლოოდ მოკლეს.

წყარო: ერთობა, 1920 | 25 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა