ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი სთხოვს სამინისტროს, რომ ნება დართონ პედაგოგების მოწვევისა, ვინაიდან გაკვეთილების გადანაწილება რეალური სასწავლებლის პედაგოგებს შორის შეუძლებელი ხდება და სხვა სასწავლებლებში კი მსურველი არ აღმოჩნდა. რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი (I - III კლ.) და ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკი (I - IV კლ.).

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი