1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით, შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობამ განაცხადა, რომ ამ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1912 წლის სხდომის ოქმებიწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი