1920 წლის 21 იანვარს ჰანოვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის განყოფილების სტუდენტი ალექსანდრე ილიას ძე ნიკურაძე განათლების მინისტრს სთხოვს მატერიალურ დახმარებას, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება უცხოეთში.

წყარო: საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტთა განცხადებები დახმარების აღმოჩენის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი