ნიკ. მირზიშვილი
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ როგორც ნინო აკოფაშვილის ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, მან სამი წელი იმსახურა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად, ექვსი წელი – თბილისის ქართულ გიმნაზიაში იმავე საგნის მასწავლებლად და ორი წელი იყო, რაც ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მუშაობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
თარიღი: 23 ივნისი, 1919 წელიწყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ქუთაისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი