1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ როგორც მისი მიწერილობიდან (მიმდინარე წლის 5 მაისი, N3291) ჩანდა, გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1919 წლის 1-ლი იანვრიდან აღნიშნული საგნის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი