1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა 1918 წლის 18 ივნისის N361 მოხსენებაზე დასამატებლად, რომ გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს ჯამაგირს მისცემდა როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი