1919 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის თხოვნა წარუდგინა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი