კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა აკოფოვა იმსახურებდა გერმანული ენის შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებას. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
თარიღი: 28 თებერვალი, 1919 წელიწყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ადგილი: ქუთაისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი