ალექსანდრე ცაგარელი მიუნხენიდან 1868 წელს სწერს წერილს კირილე ლორთქიფანიძეს, რომ ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტს ჰკითხა, ქართული სიმღერის კილო მოგეწონათ, თუ არაო, რაზეც გერმანელმა უპასუხა, რომ ერთი თავადის სახლში ერთი მომღერალი ისეთი გრძნობით მღეროდა, რომ ვიტირეო.
წყარო: ალექსანდრე ცაგარელის პირადი არქივი | N29წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი