1915 წლის 30 დეკემბრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი მაჩაბელმა, მიხეილ წერეთელმა, გიორგი კერესელიძემ და ქიამილ თავდგირიძემ ბერლინში კაპიტან რუდოლფ ნადოლნის, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს აცნობეს, რომ სასურველი იყო უფროსი ლეიტენანტი კლაინოვისთვის, რომელიმე ქართველ ოფიცერთან ერთად ქართული ბანაკის ზედამხედველობა მიენდოთ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა