1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება გერმანელთა ბანკის დაარსების შესახებ და დაადგინეს, რომ მინისტრს მიეცეს უფლება, იმ შემთხვევაში დაამტკიცოს გერმანია-კავკასიის ბანკის წესდება, თუ ის აკმაყოფილებს არსებული კანონისა და არსებული კომერციული ბანკების წესდებათა ფორმალურ მოთხოვნას.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | 1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი