1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ამზადებდა გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის თხოვნას ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ იმ პირების თანაბრად, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ უმაღლესი განათლება. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი