1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო აკოფაშვილმა გერმანული ენის მასწავლებლად სამი წელი იმსახურა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში, ექვსი წელი – თბილისის ქართულ გიმნაზიაში აღნიშნული საგნის მასწავლებლად და ორი წელი ხდებოდა, რაც ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მუშაობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი